დაბა ხულოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენასა და განვითარებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში ხატვის კონკურსის I ტური გაიმართა. მისი თემები იყო - კოსმოსი, საჩუქარი დედას, გაზაფხული, ჩემი საუკეთესო ეპიზოდი საყვარელ მოთხრობიდან. მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნახატები დახატეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
პირველ ტურში გამარჯვებული მოსწავლეები არიან: ლიზი დეკანაძე - მე-9 კლასი; ელენე ართმელაძე - მე-9 კლასი; მარიამ დავითაძე - მე-8ბ კლასი; ალბინა ბოლქვაძე - მე-7 კლასი და ლიზი შანთაძე მე-8ა კლასი.
კონკურსის II ტური ქალაქ ბათუმში გაიმართა.
„გილოცავთ, ბავშვებო, გისურვებთ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: