ჯანდარის საჯარო სკოლაში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსები გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედაენის დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა. მის ფარგლებში მოეწყო მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსი. გამარჯვებულებს კი სკოლის დირექტორმა - აშრაფ ალაზოვმა მადლობის სიგელები გადასცა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: