ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ დავალებებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე, ზღაპარი „თალგამი“ შეისწავლეს. შემდგომ კი დავალება „შექმენი შენი ხელით“ შესანიშნავად შეასრულეს. დავალების ფარგლებში, მათ კლასში, პატარა ქოთნებში სხვადასხვა ბოსტნეული დათესეს და გაზარდეს.
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეებს მასწავლებელი ნარინე კარკარიანი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და დავალებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: