ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყიშლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა- წახალისებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, ასევე გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო აქციები, ისაუბრეს ამ დღის მოვლენებზე და მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, წარმატებით წარმოაჩინეს ცოდნა და დამსწრეთა მოწონებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: