ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
07-05-2024

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები ზრუნავენ. 

22 აპრილს მოსწავლე-მასწავლებლებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. მოსწავლეები გარემოს დაცვის მხარდამჭერ აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის შერჩეული ტერიტორია დაასუფთავეს და საზოგადოებას ბუნების მოფრხილებისკენ მოუწოდეს. 

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. 1990 წლიდან კი, ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება. დედამიწის დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203