ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 24 აპრილს, სკოლაში, გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
პროექტში მე-6, მე-7 და მე-8 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი:
I "მირაჟი" (მე-7 კლასი, კაპიტანი:ლუკა ცერცვაძე);
II "ფანტაზია" (მე-7 კლასი, კაპიტანი: გიორგი გოგილიძე);
III "შევარდენი" (მე-6 კლასი, კაპიტანი: ელენე აშოთია).
გამარჯვებული მოსწავლეები კონკურსის შემდეგ ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას. სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: