ლაფანყურის საჯარო სკოლის ანსამბლ „ფერხისას“ პირველი ნაბიჯები დიდ სცენაზე და მხურვალე აპლოდისმენტები
10-05-2024
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. სკოლაში ფუნქციონირებს ანსამბლი „ფერხისა“, რომლის ხელმძღვანელიც გიორგი ბაზერაშვილია. 

სკოლის ანსამბლმა სცენაზე პირველი ნაბიჯები გადადგა, რითაც სასკოლო საზოგადოება ამაყია. მოსწავლეებმა სხვადასხვა სიმღერა შეასრულეს და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„წინ კიდევ ბევრი წარმატება, ბავშვებო“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203