„ჯანსაღი კვება-ჯანმრთელობის გასაღებია“ - ჟებოტის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე-მასწავლებლებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
08-05-2024

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების კათედრამ სასკოლო პროექტი „ჯანსაღი კვება-ჯანმრთელობის გასაღებია“ განახორციელა.

აღნიშნულ პროექტში ჩართულნი იყვნენ II-III-IV კლასების მოსწავლეები და დაწყებითი კლასების კათედრაში შემავალი ყველა მასწავლებელი.

პროექტი განხორციელდა მარტი-აპრილის პერიოდში და მისი მიზანი იყო მოსწავლეთა და მშობელთა შორის ჯანსაღი კვების შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე ის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ჯანსაღი კვების მნიშვნელობის დანახვა და გათავისება, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

პროექტის ფარგლებში სკოლაში რიგი აქტივობები განხორციელდა - მოსწავლეებმა ნახეს მულტფილმი „კომბლე“ და გონებრივი იერიშის მეთოდით გამოკვეთეს პრობლემა, იმსჯელეს მისი გადაჭრის გზების შესახებ(არაჯანსაღი კვება).

სკოლაში, ასევე მოეწყო შეხვედრა სკოლის ექიმთან, რომელიც ესაუბრა მათ ჯანსაღი კვების შესახებ, ასევე კვების სწორი რეჟიმის შესახებ.

თითოეულ კლასმა იმუშავა ჯგუფურად - მოსწავლეებმა შექმნეს პროექტისთვის საპრეზენტაციო მასალები.

II კლასელებმა, სკოლაში წარადგინეს პოსტერი ჯანსაღი საკვების შესახებ და ისაუბრეს მათში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების შესახებ.

III კლასელებმა კი სკოლაში, წარადგინეს ბუკლეტები ჯანსაღი კვების, საკვების შესახებ და ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თითოეულ მათგანს, რისთვის იყენებენ მათ ადამიანები. IV კლასელებმა კი შექმნეს და კლასში წარადგინეს ჯანსაღი კვების რაციონის პირამიდა და ისაუბრეს თუ რა საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა დიდი რაოდენობით რა მცირე რაოდენობით, რათა დაიცვას ჯანსაღი კვების რაციონი.

პრეზენტაციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, ბოლოს კი პროექტი შეჯამდა და შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203