აგარის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საინტერესო გაკვეთილი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, სკოლაში, დედამიწის დღე აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით, მე-2 კლასში ისტ-ის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. მას პედაგოგი შორენა აბაშიძე უძღვებოდა.
მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესო ნამუშვევრები მოამზადეს და ცოდნა გაიღრმავეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ვიდეო ბმულზე:ვიდეო