მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო კვირეული, რომელიც მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა.
კვირეულის მეოთხე დღეს მოსწავლეებმა, სკოლაში მოაწყეს თავიანთი ნახატების გამოფენა, სადაც წარმოჩენილი იყო მათი შემოქმედებითი უნარები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან საინტერესო იყო მურვანეთის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ნახატები.
მოსწავლეებმა ასევე დაასუფთავეს სკოლის ეზო, დარგეს ნარგავები და გარემოს გამწვანების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
„ჩვენ ყოველთვის დავიცავთ დედამიწას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტო: