ორთაბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და კითხვებს წარმატებით უპასუხეს. შედეგად კი, მეორე ადგილზე, 71 ქულით გავიდნენ. გუნდის კაპიტანი VII კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ტარიელაძე იყო. შემადგენლობაში იყვნენ: სესილი ხალვაში - VII კლასი, თიკა დავითაძე - VI კლასი, ელენე კონცელიძე - VI კლასი და გურამ აბესლამიძე - VI კლასი.
ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ქეთევან დევაძემ, ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა, მერაბ ვარშალომიძემ და მასპინძელი, სარფის საჯარო სკოლის დირექტორმა, ირმა მგელაძემ. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები: