„გზა მენტორობამდე“ - სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
01-06-2018
სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში მეთოდური დღე - „გზა მენტორობამდე“ ჩატარდა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი, მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა მენტორი მასწავლებლის ხათუნა ხალვაშის მიერ ცოდნის აუქციონისა და პრესკონფერენციის ფორმით ჩატარებულმა სამოდელო გაკვეთილებმა.
„გასაზიარებელია მასწავლებლეთა კონფერენციაზე წარმოდგენილი გამოცდილება. სკოლის უფროსი მასწავლებლები - რუსუდან კოპლატაძე, ლია სოფრომაძე, მანანა ნაცვლიშვილი, ვარდო ხოზრევანიძე, მანანა კოჩაძე, მაყვალა მანწკავა, თამარ დოლიძე, ლია ტაკიძე, სოფო ხოზრევანიძე, ნარგიზ მამულაძე - რეკომენდაციებს გასცემდნენ სქემით გათვალისწინებული აქტივობების შესასრულებლად, უზიარებდნენ კოლეგებს კრედიტების ათვისების პროცესში წარმოქმნილ სიძნელეებსა და მათი გადალახვის გზებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი. მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, ცეკვებმა, დეკლამაციამ მაყურებელი მონუსხა. ემოციებით დატვირთული დღე ახალგაზრდა პედაგოგთა კლუბში გამართული დისკუსიითა და აზრთა გაცვლა-გაზიარებით დასრულდა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.