მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარებისკენ მიმართული საინტერესო აქტივობები დერჩის საჯარო სკოლაში
08-05-2024
აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავენ. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც დედაენის დღე დარჩენილა. სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები და „მაკმილანის“ კონსურსის პრეზენტაცია გაიმართა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, პედაგოგები კი მათ არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203