ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, პედაგოგები კი მათ ინტერესებს ითვალისწინებენ.
ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ სკოლაში თვითმართველობის თავმჯდომარის და დირექციის ინიციატივით განთავსდა იდეების ყუთი.
მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საუთარი იდეები განახორციელონ.
მათთვის კი მითითებაც არსებობს, კერძოდ: „დაწერეთ თქვენი იდეა პროექტის სახით და ჩააგდეთ ყუთში! ️პროექტის წერისას გაითვალისწინეთ, იდეის ავტორის მითითება, იდეა უნდა ეხებოდეს სკოლას და არა სხვა დანარჩენს! წარმატებებს გისურვებთ“.
იხილეთ ფოტოები: