„სააღდგომო ტრადიციები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში“- ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
08-05-2024
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესო ღონისძიება, რომლის 
თემა იყო „სააღდგომო ტრადიციები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში“.

ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ინგლისური ენის პედაგოგების - რუსიკო გვალიას და შორენა თოფურიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ.

გაიმართა საინტერესო პრეზენტაციები და მსჯელობა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში არსებული სააღდგომო ტრადიციების მსგავსებებსა და განსხვავებებზე. მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები და მრავალფეროვანი სააღდგომო დეკორაციები შექმნეს. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203