დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული სერგიეთის საჯარო სკოლაში
08-05-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და სხვადასხვა მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ პროექტი იმართება. ახლახან კი, დედამიწის დღე თემატური კვირეულით აღინიშნა. აქტივობების მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. 

მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები მოამზადეს, დახატეს, გარემოსდაცვითი გზავნილები გააჟღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:
 
ვიდეო
ვიდეო
ვიდეო












 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203