ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მე-7 კლასში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საინტერესო ღია გაკვეთილი მიეძღვნა
08-05-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მე-7 კლასისა და მათი კლასის დამრიგებლის - მარინე ხოდიკიანის ინიციატივით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეები სააღდგომო ტრადიციებს გაეცნენ, დღესასწაულის მნიშვნელობა გაიაზრეს, საგალობლები შეასრულეს, ბოლოს კი ნახეს ფილმი „იესოს აღდგომა“. მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ნამუშევრებიც შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203