დაბა ქედის საჯარო სკოლის ფიზიკის კლუბმა STEM კონკურსში პირველი ადგილი დაიმსახურა
08-05-2024

ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში სასიამოვნო სიახლეა.

სკოლაში არსებულმა ფიზიკის კლუბმა - „ანდრომედამ“ STEM პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში პირველი ადგილი დაიმსახურა.

გუნდის მენტორს, ფიზიკის მასწავლებელ ნაირა გოგიტიძეს STEM ინოვატორთა ასოციაციის გადაწყვეტილებით „2024 წლის საუკეთესო STEM ინოვატორის“ სტატუსი მიენიჭა.

სკოლაში მასწავლებელსა და მის მოსწავლეებს კონკურსში მოპოვებულ წარმატებას ულოცავენ.  

„ვულოცავთ კონკურსში მონაწილე მასწავლებელს და მოსწავლეებს: ანანო მახარაძეს, ელენე ბერიძეს, გიგა ხალვაშს და საბა ყურშუბაძეს დამსახურებულ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

მადლობა კლუბის ყველა წევრს ერთობლივი მუშაობისა და ძალისხმევისათვის, ნაბიჯებისთვის, რომელმაც შესანიშნავი ხუთეული გამარჯვების გზაზე დააყენა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203