დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლამ ცენტრალურ პარკში ღონისძიება ჩაატარა
01-06-2018
დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ღონისძიება მიუძღვნეს. ღონისძიება დაბა მანგლისის ცენტრალურ პარკში ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და ხალხურ საკრავებზე დაუკრეს.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა. იხილეთ ფოტოები