ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებს მონდომებით უერთდებიან.
მათ შორის იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი აქტივობები.
სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნარინე თუმასიანთან ერთად თემატური პლაკატი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გარემოს მოვლა და მოფრთილება სჭირდება. აქტივობების მეშვეობით მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლების საქმეში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობებმა პლანეტა დედამიწის შესახებ მოსწავლეებს ცოდნა აუმაღლა.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: