„ენა დედაა ერისა“ - წიგნის კითხვის კვირეული ვაიოს საჯარო სკოლაში 
08-05-2024
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. შესაბამისად სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

15-23 აპრილს სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი წიგნის კითხვის კვირეული -„ენა დედაა ერისა“.

ბავშვებმა, ბიბლიოთეკარის მიერ მოპოვებული გრანტით განახლებულ ბიბლიოთეკაში, წაიკითხეს ლექსები და სხვადასხვა მწერლის მხატვრული ნაწარმოებები. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენა და დამწერლობა ერის თვითმყოფადობისთვის.

​შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203