მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
29 აპრილს, ჩანახჩის საჯარო სკოლაში გაიმართა გუნდურ-ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი.
ინტელექტუალურ თამაშში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც ცდონა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში როგორც მოსწავლეთა ზოგადი განათლების ამაღლებას, ისე მათი ერუდიციის, წიგნიერების თუ ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
აქტივობას სკოლაში ორგანიზება ანაიტ მკრტჩიანმა გაუწია.
იხილეთ ფოტოები: