ონოღიას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი მიუძღვნეს
08-05-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ინგლისური ენის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, სხვადასხვა საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო ინგლისურენოვანი პროექტი „Earth Day 2024“, რომელსაც პედაგოგი ნაზი ჩხარტიშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა, პროექტის ფარლგებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მათ ასევე თემატური პლაკატი შექმნეს და ამ დღის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნეს.

ბავშვებმა უცხოური ენის ცოდნა გამოავლინეს და საჭირო უნარები შეიძინეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს უცხოურ ენაზე ზეპირი და წერითი მეტყველების უნარს უვითარებს.   

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203