წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელთა კლასის საათი მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების გაცნობას მიეძღვნა
08-05-2024
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები პირველი კლასის მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, პატარა მოსწავლეებს სასკოლო პროექტის - „ოდაბადეს“ ფარგლებში კლასის საათები ჩაუტარდათ, რომლის თემაც გახლდათ წალენჯიხის ღირშესანიშნაობები, ხოლო მიმართულება მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება.

კლასის საათების მიზანი მოსწავლეებში საკუთარი ქვეყნისადმი, საკუთარი კუთხისა და მუნიციპალიტეტისადმი სიყვარულის გაღვივება იყო.

მათ კულტურული მემკვიდრეობისა და მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანების შესახებ პედაგოგებმა ინფორმაცია მიაწოდეს. კეროდ, პირველი კლასის მოსწავლეებს წალენჯიხის ფერიცვალების ტაძრის, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმის, ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ლეო ქიაჩელის მუზეუმის შესახებ ესაუბრნენ.

„კიდევ ბევრ ღირშესანიშნობებს გავეცნობით მომავალში“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203