მათ კითხვებს უპასუხეს, შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს. კერძოდ, 2024 წლის „ქედის ეტალონი გუნდის“ წოდება და ხარაულის საჯარო სკოლის VII კლასელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, 69 ქულით მოიპოვა. გუნდს ხელმძღვანელობდა თამთა ჭანუყვაძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ დემეტრე ტაკიძე, ლიზი ჭანუყვაძე, გაგა ბერიძე და ანანო მახარაძე.
მეორე ადგილზე 67 ქულით, უჩხითის საჯარო სკოლის გუნდი. VI კლასელ მარიამ ნინიძის კაპიტნობით, გავიდა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: გვანცა გოჩაძე - VI კლასი, მაიკო აბესლამიძე - VI კლასი, ნინი ნინიძე - VII კლასი და ანა ნინიძე - VII კლასი.
მესამე ადგილი კი, ოქტომბრის საჯარო სკოლის გუნდმა, 65 ქულით, დაიკავა. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანრი გოგიტიძე. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: დათო დუმბაძე - VII კლასი, ბაჩი ჩხიკვაძე - VII კლასი, მარიამ ასამბაძე - VI კლასი და ანამარია ჩხიკვაძე - VI კლასი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ.