„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი აქტივობები
08-05-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში გარემოს მოფრთხილებას მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლა დედაწის დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები მოეწყო.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოს ასფალტი ფერადი ცარცებით მოხატეს, მათ ასევე საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ბავშვებმა, ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

აღნიშნულ დღეს ბავშვების გზავნილი იყო: „დედამიწა ჩვენი სახლია“, „გავუფრთხილდეთ დედამიწას“.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203