ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლის - ემილი კვარაცხელიას წარმატება საჭადრაკო ტურნირში
08-05-2024

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში მონდომებით მონაწილეობენ.

მათ შორისაა II კლასის მოსწავლე ემილი კვარაცხელია. ის, საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. 

პირველი საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. 

სკოლაში მოსწავლეს ამ გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

მოსწავლის პედაგოგი გახლავთ მაიკო ყურუა, რომელსაც სკოლაში გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან.

ოლიმპიადის ორგანიზატორები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია არიან.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203