„ეს ქვეყანა ჩემია“ - ზუბის საჯარო სკოლისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლობით განხორციელებული შთამბეჭდავი პროექტი
08-05-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლამ მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკასთან ერთად შთამბეჭდავი პროექტი განახოციელა.

ბიბლიოთეკისა და ზუბის საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტი - „ეს ქვეყანა ჩემია“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა.

ზუბის საჯარო სკოლამ (დირექტორი ნანული კუხალაშვილი) წარადგინა პროექტი სოფლის სახელოვანი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.

ღონისძიება გახსნა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა - ბელა საღინაძემ. ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი ასახავდა სოფელ ზუბის ისტორიის უმნიშვნელოვანეს დეტალებს - სოფლის ისტორიული ადგილების, სახელოვანი ადამიანებისა და სოფელში კარგად განვითარებული დარგის - მევენახეობის შესახებ.

 მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია მშობლიურ სოფელზე.

მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა - ბელა საღინაძემ ღონისძიების მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 აღნიშნული პროექტი, ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში გაგრძელდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე და მერიის განათლების, კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203