ლაცორიის საჯარო სკოლის გუნდმა კალათბურთში, ლაჯანურის ხეობის მოსწავლეთა ზონალურ პირველობაზე წარმატებით იასპარეზა
08-05-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრებაში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მათ, კალათბურთში, ლაჯანურის ხეობის მოსწავლეთა ზონალურ პირველობაზე  იასპარეზეს წარმატებით.

ლაჯანურის ხეობის მოსწავლეთა ზონალური პირველობა კალათბურთში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის ეგიდით ორბელის საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ლაცორიის სკოლის გარდა, ასევე მონაწილეობდნენ ორბელის, ალპანის და ლაჯანის საჯარო სკოლების გუნდები.

საინტერესო ფინალი გაიმართა ალპანისა და ლაცორიის გუნდებს შორის, სადაც გაიმარჯვა ლაცორიის სკოლის გუნდმა.

მეორე და მესამე ადგილები ალპანის და ორბელის საჯარო სკოლების გუნდებმა გაინაწილეს.

სკოლაში შეხვედრის ორგანიზატორებს, მონაწილე გუნდებს და მასპინძელ სკოლას მადლობას უხდიან.

ლაცორიის სკოლის გუნდს ვულოცავ გამარჯვებას, წარმატებებს ვუსურვებ საუკეთესო ბიჭებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203