საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებები განახლდა
13-05-2024

საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებები დღეიდან 13 მაისიდან განახლდა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით უქმე დღეების გამოცხადების გამო გასაუბრების თარიღმა გაკვერული მუნიციპალიტეტებისთვის 13 მაისამდე გადაიწია.

კერძოდ: თბილისში 2024 წლის 8 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს, ხოლო 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად 2024 წლის 14 მაისს.  ქუთაისში 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს. ონში 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს.

გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ.

გაცნობებთ, რომ გასაუბრების კომისიების მიერ განისაზღვრა კონკურსში მონაწილე დირექტორობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ხელმისაწვდომია ბმულზე.

გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%). ასევე, იმ პირებს, რომელთაც აქვთ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი და დადგენილ ვადებში დარეგისტრირდნენ საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203