ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახალი ხიბულის N2 და ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეები ბუნების დაცვის მნიშვნელობას ნათლად იაზრებენ, რადგან პედაგოგები მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, ახალი ხიბულის N1 და N2 საჯარო სკოლებმა ჩაატარეს ერთობლივი ღონისძიება - „დედამიწა ნარჩენების გარეშე“.
პროექტში მოსწავლეები და კათედრების წარმომადგენლები სხვადასხვა აქტივობებით ჩაერთნენ.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიური პრობლემების გააზრება და ორი სკოლის მოსწავლეთა შემოქმედების გაზიარება.
პროექტის ორგანიზატორი იყო ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: