პატარა ფოთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პირველკლასელებისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
10-05-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

დედამიწის დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომლის ფარგლებში მე-4 კლასის მოსწავლეებმა - ბარბარე სარალიძემ და დავით უგრეხელიძემ მოამზადეს პრეზენტაციები, ღონისძიებაზე კი მიიწვიეს პირველკლასელი მეგობრები და მათ დედამიწის დაცვის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. 

ღონისძიებას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა ბიგვავა ხელმძღვანელობდა, რომელსაც მოსწავლეთა აქტიურობა ახარებს. 

„მადლობა გვინდა გადაუხადოთ პირველი კლასის დამრიგებელს - მანონი ბიბლაიას ბავშვების მრავალმხრივი განვითარებისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა შეხვედრა ჩაგვეტარებინა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით და ინტერაქციის ფორმით“,- აღნიშნავს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა ბიგვავა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203