„ხარისხიანი განათლება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ძირითადი ინსტრუმენტია“ -​ხამისქურის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
10-05-2024
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, საბაზო საფეხურის მოსწავლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის წარმატებულმა მეთორმეტეკლასელმა - მარიამ ჩაჩანიძემ საინტერესო და მრავლისმომცველი პრეზენტაცია წარუდგინა. 

შეხვედრა ხამისქურის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობით მიმდინარე პროექტის - „მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების 17 მიზანთან მიმართებით“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კონკრეტულად მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს შეეხებოდა. 

პრეზენტაციის შემდგომ, საინტერესო დიალოგი შედგა, მოსწავლეებმა ბევრ კითხვაზე მიიღეს პასუხები და რჩევები გამოცდილი უფროსკლასელისგან. 

„ხამისქურის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა სახელით, მადლობას ვუხდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის წარმატებულ მეთორმეტეკლასელს - მარიამ ჩაჩანიძეს.
მთავარია, მოსწავლეებმა ირწმუნეს, რომ ხარისხიანი განათლება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ძირითადი ინსტრუმენტია“,- ამბობენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203