გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება. გამონაკლისი არც წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ყოფილა.
თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა აქტივობა გამართეს, მათ ინფორმაცია მოიძიეს და საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს.
მოსწავლეებმა ამ დღისა და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში წიგნის როლზე ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: