ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში აქტიურად ჩაერთნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, კითხვებს წარმატებით უპასუხეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს. კერძოდ,
2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა სწორედ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის VII კლასელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, 72 ქულით, მოიპოვა. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანასტასია კახიძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ თამაზ კახიძე, თამარ თებიძე, სალომე მალაყმაძე და ნათია სალვარიძე.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემ, ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა მერაბ ვარშალომიძემ და მასპინძელი, სარფის საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა მგელაძემ. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები: