მუხურის N2 სკოლაში დედამიწის დღეს შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა
10-05-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას შთააგონებენ. აღსანიშნავია, რომ სკოლა ამავდროულად სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას მონდომებით უერთდება.

გამონაკლისი დედამიწის დღეც არ ყოფილა, რომელსაც ინგლისური ენის მენტორმა მასწავლებელმა - თამარ სამსონიძემ საინტერესო გარემოსდაცვითი ღონისძიება მიუძღვნა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.

ღონისძიება, სახელწოდებით - „დედამიწის დღე“ გახსნა მე-6 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა. მან ისაუბრა დედამიწის დღის დაარსების ისტორიაზე, ასევე რამდენად მნიშველოვანია აღნიშნული გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა და ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. მას, პრეზენტაციაში გამოკვეთილი ჰქონდა თანამედროვე და მწვავე ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც მსოფლიო დღის წესრიგში დგას და მნიშვნელოვანია მათი აღმოფხვრა.

პედაგოგის ხელმძღვანელობით გამართულ გარემოსდაცვით ღონისძიებაზე - „დედამიწის დღე“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა: ლიზი ვარდოსანიძემ, ლიზი ყვავაძემ, მელანო ბოჭორიშვილმა და მე-8 კლასის მოსწავლემ - ანი ჩაფიძემ პრეზენტაცია სახელწოდებით: „რამდენად ეკო-მეგობრული ხარ?“ ინგლისურ და ქართულ ენაზე ჩაატარეს.

მოსწავლეებმა განმარტეს ტერმინი ეკომეგობრულის მნიშვნელობა და დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს ეკოჩვევები, რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნაში დაეხმარებათ.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში პედაგოგის ხელმძღვანელობით,საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს ასევე მე-9 კლასელებმა-  ლანა ბოჭორიშვილმა, მარიამ აბესაძემ, მარიამ ბოჭორიშვილმა და გიორგი ყვავაძემ. მათ ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემაზე - გლობალურ დათბობაზე ისაუბრეს.

მათ განმარტეს გლობალური დათბობის რაობა, მისი გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები.

მოსწავლეთა გზანილი - „გარემოზე ზრუნვა ყველას პასუხისმგებლობაა!“ გახლდათ.

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.

ეს დღე 1990 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ტარდება.

დედამიწის დღე 1970 წელს აშშ-ში დაარსდა და ყოველწლიურად 193-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

2024 წლისთვის დედამიწის დღის თემა პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული და 2040 წლისთვის პლასტმასის წარმოების 60%-ით შემცირებას ითხოვს.

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203