თბილისის N48 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებს დიდი მონდომებით უერთდებიან.
გამონაკლისი დედამიწის დღეც არ ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლა საინტერესო აქტივობები გაიმართა.
მოსწავლეებმა, სკოლაში, საკუთარი ხელით შექმნილი სასწავლო რესურსებით არაჩვეულებრივი პრეზენტაციები წარადგინეს. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გარემოს მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
მასწავლებლებმა კი ბევრი ისაუბრეს მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე. გაკვეთილები დატვირთული იყო მრავალფეროვანი შემეცნებითი და ინფორმაციული რესურსებით.
აქტივობებს პედაგოგები - ნინო პეტრიაშვილი და ია მერებაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: