თბილისის N88 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დათვალიერეს
01-06-2018
თბილისის N88 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ ახალი ინფორმაცია შეიტყევს და მისი პირადი ნივთები დაათვალიერეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ილიას ანდერძმა, რომლის გაცნობის საშუალებაც მათ თავად მიეცათ. 

„მოსწავლეებმა ანდერძი წაიკითხეს და მასწავლებელთან ერთად იმსჯელეს შემდეგ საკითხზე, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლებები,  და რომ უფლებები მოვალეობების გარეშე არ არსებობს, ასევე პატივი უნდა ვცეთ და არ დავარღვიოთ სხვისი უფლებები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ექსკურსიის ბოლოს ბუნებაში პიკნიკი მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს, დანარჩენი დრო კი აქტიურ გართობას დაუთმეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203