დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა იმართება.
გამონაკლისი დედამიწის დღეც არ ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელები: გვანცა მამუკაშვილი და ნათია წიკლაური) მდგრადი განვითარების მე-13 მიზნის ფარგლებში, ძლიან საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო ქმედებები დასახეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ გარემოს მოვლა, მზრუნველობა სჭირდება და ეს თითოეული ადამიანის მოვალეობაა.
ეს დღე ძალიან საინტერესო და საინფორმაციო იყო.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: