„რატომ უნდა ვისწავლოთ ბიოლოგია“ - კეხიჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლის საინტერესო და მამოტივირებელი პრეზენტაცია
10-05-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში საინტერესო აქტივობები იმართება, რომლებშიც ბავშვები ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, პედაგოგ ნონა მინდიაშვილის ხელმძღვანელობით, ნიჭიერმა მოსწავლემ, ბიოლოგიაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა მარიამ ყიფიანმა მოტივაციის ასამაღლებლად გამართა პრეზენტაცია თემაზე - „რატომ უნდა ვისწავლოთ ბიოლოგია“.

მოსწავლემ თითქმის ყველა მოსწავლეს დაანახა ბიოლოგიის სწავლების საჭიროება, გაუზიარა ბევრი გამოცდილება, ახსნა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები საგნის სწავლების აუცილებლობაში.

„მარიამმა დიდი ინტერესი და სიყვარული დატოვა მოსწავლეების უმრავლესობაში. წარმატება ყველა მიზანდასახულ მოსწავლეს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203