დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ.
ახლახან, სამოქალაქო კლუბის წევრები სამოქალაქო განათლების პროგრამისა და ორგანიზაცია „სადაგის“ ერთობლივი თანამშრომლობით ორგანიზებულ დასუფთავების აქციას - „მე ვალაგებ საქართველოს“ შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია და აქ არსებული მოსასვენებელი ადგილი - სოფლის სკვერი დაასუფთავეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასუფთავების აქციამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა და მოსწავლეებში, მათ ირგვლივ არსებული გარემოსადმი, პასუხისმგებლობის გრძნობა აამაღლა.
მათი ინიციატივით, აღნიშნულ აქტივობას სისტემატიური სახე მიეცემა და კვირეულად განხორციელდება. აქტივობების ხელმძღვანელი მანანა ალადაშვილი გახლდათ.
აქტივობა „სამოქალაქო განათლების პროგრამა - კახეთი MCK-ის“ ფარგლებში განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები: