ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლაში
10-05-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლთა ყურადღების მიღმა არ რჩება არცერთი მნიშვნელოვანი თარიღი თუ მოვლენა.
მათ სასკოლო საზოგადოებამ ქართული ენის დღე აღნიშნა. თარიღთან დაკავშირებით, ლამაზი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს, ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ 1978 წლის 14 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე ვრცლად ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.