თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბაღში ბავშვზე ძალადობენ - რეაგირების დოკუმენტი შემუშავდა
10-05-2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში შემუშავდა ბავშვზე ძალადობის განხორციელების ეჭვის შემთხვევაში, სათანადო რეაგირების მეთოდოლოგიური დოკუმენტის პროექტი.

აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა დისტანციური ფორმით დაგეგმილია 2024 წლის 17 მაისს, 11:00 საათზე.

დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ცენტრში შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა შეგიძლიათ 17 მაისის 18:00 საათამდე აღნიშნულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ecec@eqe.ge

დისტანციური ფორმით დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/82061583983?pwd=T1dwNk91WnVJdXhWenNTN2E5U3FtUT09

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203