კლასები, სადაც ნიშანი არ იწერება - ორი პირობა, რომელსაც პედაგოგის განმავითარებელი კომენტარი უნდა აკმაყოფილებდეს
14-05-2024

27 მაისს პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდება. როგორ უნდა შეაფასოს მოსწავლეები პედაგოგმა - ეროვნულ სასწავლო გეგმაში ეს საკითხი დეტალურადაა განხილული.

დოკუმენტში საუბარია, რომ საჯარო სკოლის I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება.

მოსწავლეთა შეფასების შეფასების ძირითადი ამოცანებია:

ა) მოსწავლის მიღწევების დიაგნოსტირება მისი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;

ბ) მოსწავლის  მიღწევების / სწავლის პროგრესის ამსახველი პროფილის შექმნა;

გ) მონაცემების შექმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

განმავითარებელი შეფასება ა) აჩვენებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას/პროგრესს; ბ) ქმნის მხარდაჭერის მექანიზმს მოსწავლის პიროვნული პოტენციალის რეალიზებისთვის. მოსწავლე განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილეა და ჩართულია  შეფასებისთვის რელევანტური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203