ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
22-08-2024

აფხაზეთის ა/რ 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ გალის რაიონის საბავშვო ბაღებისა და სახელოვნებო სკოლების მასწავლებლების ფინანსური დახმარება იზრდება. აღსანიშნავია, რომ ცვლილება ეხება ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალსაც.

დოკუმენტის თანახმად, ბაღისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა, ასევე ტექნიკურ-პერსონალის დინანსური დახმარებისთვის გამოყოფა 484280 ლარი. გასულ წელს კი თანხა 451 200 ლარს შეადგენდა.

„გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ - ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებისთვის გამოიყოფა 484 280“, - ვკითხულობთ დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203