კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს და არაერთ სასწავლო სტრატეგიას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, პირველკლასელთა ბუნებისმეტყველების მორიგი საინტერესო გაკვეთილი. პატარებმა ნასწავლი თემა - „სმენის ორგანო - ხმაურიანი და უხმაურო საგნები“, თამაშ-თამაშით შეაჯამეს.
გაკვეთილი მოიცავდა ცდას და საინტერესო პრაქტიკულ სამუშაოს.
„ცდის ჩატარება მარტივია“ - გვეუბნებიან სკოლაში და გამოცდილებას გვიზიარებენ - „დაგჭირდებათ თუნუქის ყუთი, ჩვენ გამოვიყენეთ ყავის ყუთი (მეორადი გამოყენება და მდგრადი მიზნები), ყუთში მოსათავსებელი განსხვავებული ზომის. ფორმის და რაც მთავარია სხვადასხვა მასალის ნივთები. თითოეულ ნივთს ვათავსებდით ყუთში, შევარხევდით, ვაკვირდებოდით როგორ ხმას გამოსცემდა, ბოლოს დავაჯგუფეთ ხმაურის მიხედვით“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო და სახალისო სასწავლო აქტივობას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: