კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბუნების დაცვის მნიშვნელობას ნათლად იაზრებენ, რადგან პედაგოგები მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების გაკვეთილზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პლაკატი შექმნეს, რომელიც წარმოადგენს მოწოდებას, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: