ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო ტრადიციებს მრავალფეროვანი ინგლისურენოვანი პოსტერები მიუძღვნეს
13-05-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზონ, მათი ინტერესი გააღვივონ და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართონ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი საინტერესო, შემეცნებითი თუ შემოქმედებით ღონისძიება იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, მათ შორის აღსანიშნავია ინგლისური ენის გაკვეთილი მე-6 კლასში. 

მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციების შესახებ, გაეცნენ, თუ როგორ ზეიმობენ აღდგომის დღესასწაულს ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში.

ასევე ახალგაზრდებმა, კლასში, ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პოსტერი საქართველოში არსებული სააღდგომო ტრადიციების შესახებ.

დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203