წალკის N1 და ბარეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წალკის N2 სკოლის ეზოში კაკლის ნერგები დარგეს
13-05-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის და წალკის N1 საჯარო სკოლების ერთობლივი გარემოსდაცვითი აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წალკის N2 საჯარო სკოლაში ნერგები დარგეს. 

აღსანიშნავია, რომ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG ) ახორციელებს პროექტს - „მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“. აღნიშნული პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში და მხარდაჭერილია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერაციის სამინისტროს მიერ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა სკოლების ერთობლივი აქტივობაც. 

პროექტის ფარგლებში, წალკის N1 და ბარეთის საჯარო სკოლებში ხორციელდება გარემოსდაცვითი მიმართულების არაფორმალური განათლების კურიკულუმის დანერგვა, კურიკულუმის ერთ-ერთი აქტივობა ხეების დარგვის აქციაა, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ სკოლებს ქართული კაკლის ნერგები დონორმა შეუძინა. რამდენიმე ნერგი წალკის N2 საჯარო სკოლის ეზოში დაირგო, რომელიც ამ ეტაპზე წალკის N1 საჯარო სკოლის მასპინძელია სკოლის შენობის რეაბილიტაციის გამო.

სკოლები მადლობას უხდიან დონორს და ბავშვებს დახმარებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203