წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების წესი წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან, სხვადასხვა სპორტულ სახეობას მისდევენ და წარმატებასაც აღწევენ.
ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა გიორგი სანაია, რომელმაც თბილისში, 24 მარტს ოლიმპიურ სოფელში გამართულ ახალგაზრდულ ღია პირველობაზე, ბადროს ტყორცნაში წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლემ შეჯიბრში II საპრიზო ადგილი დაიკავა.
სკოლაში მოსწავლის მორიგი წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.